აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“

19 მარტი, 2020

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების გამო, სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს, სწავლების და შრომის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

დისტანციური რეჟიმი ჩვენთვის მეტ ონლაინ აქტივობას ნიშნავს. თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ განათლება არაფორმალური განათლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და მისი აქტიურად გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.

სწორედ ამიტომ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ მეტად საინტერესო ინტერაქტივში სახელწოდებით: „მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“.

👉 აქტივობის პირობაა:
გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო ვიდეო-შეკითხვა, ბათუმში მოქმედი მუზეუმების, მათი ისტორიის, დაცული ექსპონატების თუ ნივთების შესახებ.
👉 კითხვაზე ჩვენი მუზეუმების პროფესიონალი თანამშრომლები ვიდეო - პასუხით გიპასუხებენ. ინტერაქტივი განთავსდება ჩვენი სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.

👉 გავაცნოთ, თქვენი ჩართულობით ჩვენი მუზეუმების საინტერესო ისტორიები, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველას. ისინი ჯერ ონლაინ, მაგრამ შემდეგ უკვე რეალურად, ბათუმში ჩვენს მუზეუმებს აუცილებლად ესტუმრებიან.
👉 გავხადოთ ჩვენი მოსწავლეების სახლში ყოფნა უფრო საინტერესო, ინფორმატიული და საქმიანი.

👉 ველით თქვენს ვიდეო -შეკითხვებს შემდეგ მისამართზე: administracia@moecs.ge

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები