აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას დაესწრო

27 მარტი, 2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში ქ. ბათუმის მერია ჩაერთო. სამინისტროში მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა, სადეზინფექციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად ახორციელებენ. მობილიზებული არიან სამინისტროს სპეციალისტები, ჩატარების ლოკაციები და განრიგი ბათუმის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ ხორციელდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55