აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ,,აგროჰაბის'' აქციაში ჩაერთო

31 მარტი, 2020

აჭარის მთავრობა „აგროჰაბთან“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“ ერთად იწყებს ერთობლივ აქციას მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება გამოხატოს სოლოდარობა მოხუცების მიმართ და „აგროჰაბში“ შეიძინონ სპეციალურად მათთვის შერჩეული პროდუქტები, რომელიც მოიცავს როგორც სააკვებ ასევე ჰიგიენურ საშუალებებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა აქციაში ჩართულ მხარეებს, მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს და აქციაში მიიღეს მონაწილეობა. შეგროვილი პროდუქტები დაფასოვდება და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად გადაეცემა ბენეფიციარებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55