აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა სპირტის გადამაუშავებელი ქარხანა შპს "პარკ გიდა" დაათვალიერა

31 მარტი, 2020

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, ქობულეთში სპირტის გადამამუშავებელი ქარხანა შპს "პარკ გიდა" დაათვალიერა. შპს "პარკ გიდამ" მსოფლიო პანდემიის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება და გადააწყო საწარმოო ხაზი და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყო.

კომპანია დღეს 6000 ცალ სადეზინფექციო ხსნარს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. "პარკ გიდა" გააგრძელებს ხსნარების წარმოებას და მზად არის საჭიროებისამებრ სახელმწიფოს დამატებით ხსნარები გადასცეს. კომპანია ასევე ხსნარების კომერციალიზაციასაც მოახდენს. "პარკ გიდა" 2016 წლიდან ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55