ეს მნიშვნელოვანია!
10 აპრილი, 2020
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
– საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ყველაზე მოთხოვნადი სერვისები მიიღეთ დისტანციურად
13 აპრილიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო და მისი ტერიტორიული
ორგანოები
იწყებს
ყველაზე
მოთხოვნადი სერვისების დისტანციურად გაცემას. ეს სერვისებია:
ა) დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1921 წლამდე არსებული
მონაცემები);
ბ) ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1921 წლამდე არსებული
მონაცემები);
გ) გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1921 წლამდე
არსებული მონაცემები);
დ) კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
ე) ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
ვ) კოოპერატივში გაწევრიანების შესახებ საარქივო ცნობა;
ზ) დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა;
თ) განათლების ფაქტის დადასტურების შესახებ საარქივო ცნობა;
ი) სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა (15 წლამდე
პერიოდი);
კ) სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა (15 წელზე მეტი
პერიოდი);
ლ) კონკრეტულ მისამართზე ჩაწერა-ამოწერის შესახებ საარქივო
ცნობა;
მ) განმეორებითი სოციალურ-უფლებრივი საარქივო ცნობა.
საარქივო ცნობის მისაღებად
ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე გამოაგზავნეთ განაცხადი
საარქივო
სამმართველოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@archives-ajara.gov.ge) ან გააკეთეთ განაცხადი
საარქივო სამმართველოს ცხელ ხაზზე. (+995) 577 261437
დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.
საარქივო
ცნობის
დისტანციურად
მისაღებად
დამატებითი
დოკუმენტების
წარდგენა
შესაძლებელია
საარქივო
სამმართველოს ელექტრონულ
ფოსტაზე (info@archives-ajara.gov.ge) ან/და სოციალური ქსელების საშუალებით (Viber, Whats-App).
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტკავშირზე წვდომა, მას შეეძლება, დამატებითი დოკუმენტები მოათავსოს უშუალოდ სამმართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების ( ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს არქივი) ოფისებში განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთებში.
დამატებითი დოკუმენტებია:
− მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
− მომსახურების საფასურის გადახდის შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
− მინდობილობა;
− უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის ასლი.
იხილეთ გალერეა