აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა

25 აპრილი, 2020

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.  ამჟამად, ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სასტუმროებში  "ოაზისი", "ველმონდი" და "კოლიზეუმი" მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც  ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 
აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. მასში ამჟამად 1570 ადამიანი გადის სავალდებულო კარანტინს. 

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება.

"ვაგრძელებთ საკარანტინე სივრცეებში ჩვენი თანამემამულეების მასპინძლობას, სადაც დღეს 180 ადამიანი დაგვემატა. ჩვენი გუნდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად უკვე მეორე თვეა ზრუნავს კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა  იმ სასტუმროს მენეჯმენტს, რომლებმაც შეღავათიან ფასად თუ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს სახელმწიფოს სასტუმროები, ასევე პერსონალს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებიან ჩვენს სტუმრებს," განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები