აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე:საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას

02 მაისი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი-მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რძის გადამამუშავებელი საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო შპს ,,ნატურალ პროდუქტი'' მოინახულა და საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნო. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 400-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება.

საწარმო დღიურად 4-დან 5 ტონამდე რძეს ამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღს, მაწონს და კარაქს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარში და სუპერმარკეტებში, ასევე გადის ექსპორტზეც. საწარმოში 20-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55