2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენა
05 მაისი, 2020
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
გასულ წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ბიუჯეტო 99%-ით შესრულდა.
სხდომას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა, ჯაბა ფუტკარაძემ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, შემოსავლების ნაწილში კი 108 %-ით შესრულდა. რაც შეეხება გადასახდელებს, აქ შესრულების მაჩვენებელი - 105, შემოსავლების ნაწილში - 198 %, ხარჯვითი ნაწილში კი - კი 95,3 % -ია.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. კომიტეტის წევრებმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.
იხილეთ გალერეა