აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაცია

05 მაისი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. არსებული გზები ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. ამჯერად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადგილობრივები რეაბილიტირებული გზებით შეუფერხებლად ისარგებლებენ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში – ქედა, შუახევი, ხულო, 25 მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაო პროცესს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55