აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

05 მაისი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

არსებული გზები ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ.
ამჯერად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადგილობრივები რეაბილიტირებული გზებით შეუფერხებლად ისარგებლებენ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში - ქედა, შუახევი, ხულო, 25 მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს.

➡ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები