აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

11 მაისი, 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.
მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მახოს ხიდს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება.
რეაბილიტირებული გზით 2500 ოჯახი ისარგებლებს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები