თორნიკე რიჟვაძის სამუშაო შეხვედრა სამინისტროში
18 მაისი, 2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, ეკონომიკური გუნდის წევრებთან, საქვეუწყებო დაწესებულებების და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირების, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმებზე და საგანგებო ბიუჯეტის განხორციელების ეფექტურ მექანიზმებზე ისაუბრეს.
საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ დარგობრივად ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმების განხორციელებას შეეხო.
იხილეთ გალერეა