აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ტურისტული ლოკაცია მაღალმთიან აჭარაში - ჩირუხის განვითარება

17 მაისი, 2020

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება- ჩირუხის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.
ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მერთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის წევრებმა ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.

ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები