აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ვიდეოკონფერენცია ქვემო სილეზიის მარშალის ოფისთან

14 მაისი, 2020

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. 
დისტანციურ შეხვედრაში აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ მიიღო მონაწილეობა. 
კონფერენციაზე მხარეებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
საუბარი ტურიზმის სფეროს და ამ სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. 
ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტ-პანდემიურ ეტაპზე ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის პროექტები და გეგმები განიხილეს.პოლონურმა მხარემ აჭარაში სამთო და ველო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. 

ქვემო სილეზიის მხრიდან ვიდეო კონფერენციას ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის ბორდის წევრი მიქაელ ბობოვივიჩი,მარშალის ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი კაროლ ფშივარა, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი პეტრე ვნუკოვიჩი და საინფორმაციო კოორდინატორი დამიან ფილიპოვსკო ესწრებოდნენ. 

მხარეებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ ორ რეგიონს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება ტურიზმის და სხვა მიმართულებით და ქვემო სილეზიის დელეგაცია შესაბამისი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აჭარაში ოფიციალურ ვიზიტს უახლოეს პერიოდში გეგმავს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები