აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
20 მაისი, 2020
◾️ აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
✔️ აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 90 000 ლარს გამოუყოფს.
✔️ თანხები გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე, თითოეული ოჯახი მიიღებს 15 000 ლარს.
✔️ სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
✔️ 2020 წელს ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 342 755 ლარი.
იხილეთ გალერეა