აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობას ინფორმაცია გააცნო

21 მაისი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ ღორჯომსა და აგარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელებაზე და სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა- პროგრამის ამოქმედების დღიდან, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქ. ბათუმში, სამინისტროს რეგიონალურ ცენტრებში ფერმერებს გაეწევათ კონსულტაცია, ასევე აგროდიზელის პროგამის ფარგლებში ბენეფიციარებზე გაიცემა საშეღავთო ტალონები.

შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ ყურადღება გაამახვილა პოსტკრიზისულ ეტაპზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ხელშეწყობის გეგმებზე და საგანგებო ბიუჯეტის განხორციელების ეფექტურ მექანიზმებზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55