აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ხულოს მუნიცპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო

21 მაისი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. ამ ეტაპზე პროგრამით ხულოს მუნიცპალიტეტში უკვე დამუშავებულია 121 ჰა- ფართობი. ასევე, ფერმერებს უტარდებათ, აგარარული ექსტენცია აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.

მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ხულოს მუნიცპალიტეტის სოფელ გორგაძეებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხულოს მერთან ერთად გაეცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, - აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული აგრო ვადების შესაბამისად იქნას დახნული და დამუშავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას, მოსავლის მიღებას და შესაბამისად ამ პროექტს სოფლის მეურნეობისათვის გააჩნია ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55