აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირაკლი დუაძე - ჩარლზის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

03 ივნისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს “სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენა,  ადგილობრივი  პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.

2019-2020 სასწავლო წლისათვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა 18 სტუდენტმა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩარლზის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - ირაკლი დუაძე.

ირაკლი დუაძეს 2016 წელს მიენიჭა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში, 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ასევე სამართლის მიმართულებით. ირაკლი დუაძე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში.

ირაკლი დუაძე: „ჩარლზის უნივერსიტეტი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. სამაგისტრო პროგრამა - ბიზნესი და სამართალი ჩეხეთის რესპუბლიკასა და ცენტრალურ ევროპაში მოიცავს სამ სემესტრს, რომელთაგან ორი ეძღვნება თეორიულ სწავლებას, ხოლო მესამე სემესტრი სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას. სწავლის პროცესი არის ძალიან საინტერესო, ვინაიდან ის ეხება ევროკავშირის სამართლის მრავალ დარგს.

ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამომადგება სამომავლო საქმიანობაში იმდენად, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღიურად უახლოვდება ევროკავშირის სამართალს, ხოლო ამ პროცესში ჩარლზის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც ცოდნის გაზიარებისა და ახალი, ევროპული ტრადიციების დანერგვის კუთხით“.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ირაკლი დუაძეს!


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები