აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგაზფხულო სამუშაოებს გაეცნო

06 ივნისი, 2020

ტიტე აროშიძე - ჩვენ საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში აჭარაში უზრუნველყობთ, რომ თითოეულ ფერმერს მინიმალური სავარგული არ დარჩეს დაუმუშავებელი. დღეს,ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქობულეთის მერთან ერთად გაეცნო.

უფასო ხვნის პროგრამა წარმატებით გრძელდება და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 650 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულებია დამუშავებული. პროგრამა უახლოეს დღეებში დასრულდება. ✔️როგორც მინისტრმა აღნიშნა, - აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული აგრო ვადების შესაბამისად იქნას დახნული და დამუშავებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55