აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა

08 ივნისი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ. დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალსოფლის და შუახევის საჩითილე მეურნეობებეში ჩაითესა კიტრის, პამიდორის ბადრიჯანის, ბულგარულის და ყაბახის 1 300 000 ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა დღეის მდგომარეობით უკვე გაცემულია 1 მლნ ჩითილი. ერთ ოჯახზე გათვალისწინებული იყო 40-50 ცალი სხვადსხვა ბოსტნეული ჩითილის გაცემა.

ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, პროგრამით, გათვალისწინებულია 2000-ჰა ფართობის მიწის დახვნა. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1 400 ჰა ფართობი.

საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგარმის ,,ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა ფართობზე 50 ერთეულ 500 მ2 სათბურებში დაირგო 30 000 ცალი (პამიდორი, კითრი, წიწაკა, ბადრიჯანი, ყაბახი) ჩითილი და სხვადასხვა სახეობის მწვანილი.სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 23 000 ტონა პროდუქტი. რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.

ზემოთ აღნიშნული პროგრამების ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები