აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

10 ივნისი, 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ჭარნალი-საკალმახე მეურნეობის მიმართულებით 1200 მეტრ მონაკვეთზე 454 კუბი ბეტონის დაგების სამუშაოები სრულდება.
არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაშია. ადგილობრივები და ტურისტები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ დაგეგმილია 5900 კუბი ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 707 712 ლარია გათვალისწინებული.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არჩილ ბერიძემ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები