მინისტრი საგრანტო პროგრამის „იდეებიდან წარმატებმდე“ პრეზენტაციას დაესწრო
12 ივნისი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ შეხვედრა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ამაგი) წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე სხვა აქტუალურ საკითხების განხილვასთან ერთად, მოხდა საგრანტო პროგრამის „იდეებიდან წარმატებმდე“ პრეზენტაცია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას და აქედან გამომდინარე სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამა, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხადაჭერით, ითვალისწინებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის 80%-მდე თანადაფინანსებას.
წარმოდგენილი ბიზნეს იდეა უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროთაგან რომელიმეს:
• ტურისტული მომსახურების ბიზნესი.
• მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა.
• მცირე წარმოება და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო და განაცხადის ფორმების ნახვა შესაძლებელია ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ვებგვერდზე http://bbi.ge/document.docx
განაცხადების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა