აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

14 ივნისი, 2020

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, დამცავი ზღუდარები და ბეტონის საყრდენი კედელი.
შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.
პროექტის ღირებულება 3 699 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები