აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეგმების პრეზენტაცია

16 ივნისი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიული განვითარების კურსების დიდი ნაწილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონულად,იმისათვის,რომ მასწავლებელმა თავისი საჭიროების ანალიზის საფუძველზე შეარჩიოს შესაბამისი რესურსი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის ფუნქციას აღნიშნული ამოცანის შესრულებაში.

ასევე, ისაუბრეს STEM მიმართულების პოპულარიზაციაზე სკოლებში და დაიგეგმა ერთობლივი აქტივობების განხორციელება ამ მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები