აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ვიდეო კონფერენცია სილეზიის მარშალის ოფისთან

17 ივნისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალთან მარჩინ კრჟიჟანოსკისთან ვიდეო კონფერენცია გამართა. ვიდეო კონფერენციას ასევე სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი იერში კომაროვსკი, საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი კაროლ პჟივარა და ლეგნიცის თეატრის ხელმძღვანელი იასეკ კლომბი ჩაერთვნენ. ვიდეო კონფერენციას სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი ესწრებოდა.
მხარეებმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლების გამოწვევებზე და გამოცდილებაზე ინფორმაცია გაცვალეს. დაგეგმეს მასწავლებელთა ერთობლივი ვიდეო კონფერენცია, სადაც აჭარის და ქვემო სილეზიის პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს. ისაუბრეს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშრებულ რეგულაციებზე.
მინისტრმა ახალგაზრდების თანამშრომლობაზე აქცენტი გააკეთა და აღნიშნა, რომ რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობები არ განელდება. ამის ხელშემწყობი ფაქტორია, ისიც არის რომ აჭარის რეგიონს „მწვანე ზონის“ სტატუსი გააჩნია. აქედან გამომდინარე, პოლონეთში ესეების კონკურსის გამარჯვებულ ბავშვებს, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში აჭარა უმასპინძლებს.
კულტურის სფეროში პოლონური მხარის განსაკუთრებული დაინტერესება თეატრებს შორის ურთიერთობების გაგრძელება არის. მხარეები შეთანხმდნენ საერთო გრანტის განახლებას, რომელიც თეატრების კოპროდუქციის შექმნას და გასტროლებს მოიცავს.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები