მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
17 ივნისი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრს მიკისკას შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ სტუმრებს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი, სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში ჩეხი სპეციალისტების ჩართულობით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო.
შეხვედრას ასევე, ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი, პროექტის კოორდინატორი იან ჩერნიკი და ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა და ელჩმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ გალერეა