ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთში
19 ივნისი, 2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არჩილ ბერიძემ დაათვალიერა.
ქობულეთში ბეტონის საფარის მოწყობა სხვადასხვა სოფელში ეტაპობრივად განხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წელს აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტით 1 300 222 ლარია გათვალისწინებული.
იხილეთ გალერეა