აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მოცვის ბაღი მოინახულა

22 ივნისი, 2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფერმერ როდამ ოქროპირიძემ 2019 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში 11 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მოცვის ბაღი მოინახულეს და პირველი მოასავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.

სამინისტროს, ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფერმერ როდამ ოქროპირიძეს დაუფინანსდა 3300 ძირი მოცვის ნერგი, რომელიც 1 ჰა-ზე გააშენა . ასევე, ფერმერს 10 ჰა ფართობზე პროექტი ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში დაუფინანსდა 32 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგი.

ფერმერი წელს პირველი მოსავლის სახით 10 ტონა მოცვს ელოდება. მოწეული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სუპერმარკეტების ქსელში, ასევე გადის ექსპორტზეც. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55