აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

22 ივნისი, 2020

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სულიკო ჟღენტის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში მისი სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები.

დღეს, სულიკო ჟღენტს 95 წელი შეუსრულდებოდა. გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქ.ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, სულიკო ჟღენტის მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.

სულიკო ჟღენტი გახლდათ უდიდესი ქართველი კინოდრამატურგი, თაობების კულტადქცეული, უკვდავი ფილმების სცენარების შემქმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმისა და ლევიცეს (სლოვაკეთი) საპატიო მოქალაქე. საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები, ის იყო კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი 1970, 1972, 1973 წლებში.

სულიკო ჟღენტი იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორი, არის უკვდავი ფილმების სცენარის ავტორი, მათ შორის: "ჭიაკოკონა", "ჯარისკაცის მამა", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ღიმილის ბიჭები", "ნერგები", "ფესვები",“ბურთი და მოედანი“ „წუთისოფელი“, “რაჭა ჩემი სიყვარულია” და სხვა.

უდიდესია სულიკო ჟღენტის დამსახურება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე, ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა კინოდრამატურგიის პროგრამას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები