ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
25 ივნისი, 2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. გზასთან ერთად მოეწყობა ლითონის მილები, რკინა-ბეტონის მილები, ბეტონის საყრდენი კედელი და აშენდება ერთი ახალი ხიდი.
პროექტის საერთო ღირებულება 741 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ პოვერი“.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, მოადგილესთან რაულ ბერიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა