ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
26 ივნისი, 2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის საავტომობილო გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მახოს ხიდიდან სოფ. თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.
დასრულების ეტაპზეა ასფალტობეტონის საფარის და რკინა ბეტონის არხის მოწყობითი სამუშოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მახოს ხიდის წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი სამუშაოები.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისათვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება, ხოლო რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა