აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ექვსი გამარჯვებული სასკოლო კლუბი

26 ივნისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები  და ოლიმპიადები“  ფარგლებში ახორციელებს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, რომლის მიზანია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა.

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში 2020 წელს სამინისტროში სულ შემოვიდა 24 პროექტი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 6 გამარჯვებული  პროექტი. 

გამარჯვებული სასკოლო კლუბის წევრები 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი  მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები