აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს
29 ივნისი, 2020
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად 2350 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო, ამ ეტაპზე მოწყობილია: 1764 გრძ.მ რკინა-ბეტონის კუვეტი, 27 გრძ.მ. ლითონის მილი, 57.8 გრძ.მ ბეტონის საყრდენი კედელი, 52 გრძ.მ გაბიონის საყრდენი კედელი.
აღნიშნული სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 1 359 999 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „ბონდი-2009“ ახორციელებს.
იხილეთ გალერეა