აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

შეხვედრა გამარჯვებულ სპორტსმენებთან

02 ივლისი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატებში, პირველობებში და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები  დააჯილდოვა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონს აქვს სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი და სპორტესმენებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. 

,,2019 წელი მართლაც გამორჩეული იყო ჩვენი რეგიონისთვის ყველა დონეზე, როგორც თქვენი მიღწევებით, ასევე აღიარების თვალსაზრისითაც. ბათუმი გახდა სპორტის ქალაქი, შემდეგ აჭარა გახდა სპორტული რეგიონი, გარდამტეხი წელი იყო ბევრი მიმართულებით. სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრაზე, აჭარის განათლების მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე,  რომელიც სპორტსმენებს პანდემიის პერიოდში შეექმნათ. 

,,ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ბევრ თქვენგანს შეეცვალა საწვრთნელი გრაფიკი, მომზადების რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად მოვახდინოთ ადაპტირება ახალ რეალობასთან. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ფორმა,  როგორც სპორტსმენებმა, ასევე მთავრობამ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურება სპორტის და სპორტსმენების განვითარებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

აღსანიშნავია, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და ბათუმის ახალი სტადიონი. ჩაქვში  უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ძალოსნობის ახალი დარბაზისთვის მშენებლობის პროცესს.  მრავალფუნქციურ კომპლექსში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სპორტსმენების  მოთხოვნები და საჭიროებები. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები