აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრებს მასპინძლობს

30 ივნისი, 2020

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. დღეიდან, ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე გაიმართება. სრულადააა ამოქმედებული  მუზეუმები,  ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც შეემატება. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც. რეგიონში იზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტები წარმატებით დაინერგა.

 

შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენებისას საშუალება აქვთ მთიანი აჭარის ბუნებაც მოინახულონ და მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურონ. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიანაჭაში მოგზაურობას ამარტივებს.  ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული. ამ ეტაპზე, ჯამში რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები