აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი შენობა აქვს

03 ივლისი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ახალი შენობა დაათვალიერეს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და ქალაქის მასშტაბით ყველა საზედამხედველო ფუნქციის ახორციელებს.

მოქალაქეებისათვის ოპერატიული და კომპლექსური მომსახურების მიზნით ყველა საზედამხედველო სამსახური ერთ სივრცეში განთავსდა. მუნიციპალური ინსპექცია აღიჭურვა 12 ავტომობილით, მათ შორის 2 ევაკუატორით. ინსპექტირების მიზნით ობიექტზე გასული თანამშრომლები აღჭურვილი იქნებიან სამსახურის უნიფორმებითა და სამხრე ვიდეოკამერებით.

შეხვედრაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა არჩილ კონცელიძემ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ეფექტური ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები