აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის მთავრობა სეტყვით დაზარალებულებს დაეხმარება

04 ივლისი, 2020

ძლიერმა სეტყვამ ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას, ტიტე აროშიძის თქმით, კომისიის წევრები უახლოესს დღეებში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

გუშინ ძლიერმა სეტყვამ დააზარალა სხალთის თემის სოფელი ჭერი და წაბლიანი, ოლადაურის თემის სოფელი პაპოშვილები, გორი, მაწყვალთა, ჯუმუშაური და კარაპეტი. სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები დააზიანა. შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან როგორც თვითმმათველობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55