აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

09 ივლისი, 2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქობულეთი-ჯინჭარაძეების საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძველებული იყო ხიდი და უხვი ნალექის დროს ვერ ატარებდა წყალს. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში, აშენდება 6.0 მეტრი სიგრძის და 4.0 მეტრი სიგანის ახალი ხიდი, რომლითაც ორი სოფლის მაცხოვრებლები ისარგებლებენ. ამ ეტაპზე ხიდის ტანის არმირების და ყალიბების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები