აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

საფრანგეთის ელჩის ვიზიტი აჭარაში

11 ივლისი, 2020

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან და მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვრები. თავის მხრივ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა.

,,აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას - ,,იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პანდემიამ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში შეამცირა ტურისტული ნაკადები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კამპანიის ფარგლებში არაერთ ლოკაციას აღმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.

საფრანგეთის ელჩი აჭარაში კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებს გაეცნო და დაათვალიერა პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, მუზეუმები, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის მოღვაწერობას ბათუმში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები