აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

10 ივლისი, 2020

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან  2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა  თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა  მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც. 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა მთიანაჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე. ამ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭა უკვე მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებს, თუმცა სამომავლოდ საპიკნიკე ზონების მოწყობას ახალ ტურისტულ მიმართულებებზეც განვახორციელებთ. პირველ რიგში გვსურს ამით კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს მოგზაურებს, რომლებიც აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას დააპირებენ.  რაც შეეხება უშუალოდ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტს ის საინტერესო მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისა და მოლაშქრეებისთვის. ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი მარშრუტი, რომელიც ძირითადად საზაფხულო იაილებზე გადის,  სრულადაა მარკირებული და მას უკვე  საპიკნიკე ინფრასტრუქტურაც შეემატება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

 

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს ჩირუხის მთაც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, დამუშავების ბოლო ეტაპზეა და მალე საჯარო იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები