აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - აჭარაში ტრენინგები იწყება

15 ივლისი, 2020

აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები იწყება. დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება და კოვიდ სტანდარტებთან თანხვედრა იქნება ტრენინგის მთავარი თემა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 18 ივლისიდან სექტორს შესთავაზებს. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში.

 

ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასო იქნება და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ 577 909 128.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის  ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები