აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის აჭარაში ტრენინგები დაიწყო

20 ივლისი, 2020

განთავსების ობიექტებში სტუმრების უსაფრთხოება, ჰიგიენის დაცვა და სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - ის მთავარი თემებია, რომლის შესახებაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმში ტრენინგები დაიწყო. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გადიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში.

 

ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები ესწრებიან. ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასოა და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები