აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში სერვისის გაუმჯობესება გრძელდება

23 ივლისი, 2020

აჭარაში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ამჟამად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობას კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით სასტუმრო ნომრების, სივრცეების დასუფთავება-მოწესრიგების, ასევე სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკის შესახებ გადიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუმრების უსაფრთხოების, ჰიგიენის დაცვისა და პანდემიის პირობებში სასტუმროში დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირების შესახებ გაიღრმავეს. ბათუმის შემდეგ ტრენინგების ჩატარება უკვე ქობულეთში იგეგმება. ჯამში, ტრენინგის ფარგლებში აჭარაში დასუფთავების სამსახურების 80 თანამშრომელი გადამზადდება. 
 
სექტემბრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ. გვერდზევე იქნება შესაძლებელი ტრენინგებზე ონლაინ რეგისტრაციის გავლა.

ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3000-მდე სერვისის მიმწოდებელს ჩაუტარა ტრენინგები, რაც წელსაც გრძელდება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, მასტერკლასი თუ სემინარი მიმდინარე წელსაც უფასოა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები