პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა
03 აგვისტო, 2020
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილთან ერთად ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, ადამიანის უფლებებზე და ძალადობის გამოვლენის დროს მასწავლებელთა მნიშვნელოვან როლზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია საჯარო სკოლებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ გალერეა