ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს
11 აგვისტო, 2020
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან და შინდისის გმირის, თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებთან ერთად, შინდისის გმირების სახელობის სკვერში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სიმბოლურად, გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
იხილეთ გალერეა