აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან

13 აგვისტო, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) ხელმძღვანელს ღასან ხალილს, მოადგილე ემი ქლენსის, ასევე, ფონდის წარმომადგენლებს ეთერ კირცხალიას და ნანა ფრუიძეს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მახაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი სამინისტროსა და ფონდს შორის წარმატებულ თანამშრომლობას შეეხო, კერძოდ:
• COVID-19-ის დროს წარმოქმნილი ფსიქო–სოციალური სირთულეების დასაძლევად რეგიონისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს;
• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებს UNICEF - ის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, რომელმაც USAID-ის მხარდაჭერით, COVID-19-ის პრევენციისთვის რესურსები შეიძინა;
• მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 14–18 წლის ახალგაზრდებისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარებას;
• 2020 წლის 17 აგვისტოდან ბათუმში აჭარის განათლების ფონდის ტრენინგების ჩატარებას;
• ახალგაზრდებზე ორიენტირებული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობას.
ნინო მახაშვილთან საუბარი პედაგოგთათვის ფსიქოლოგიური ტრენინგების ჩატარების აუცილებლობას დაეთმო, რომლებმაც ადრეულ ეტაპზე უნდა შეძლონ მოსწავლის პრობლემების ამოცნობა.
მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები