აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო

18 აგვისტო, 2020

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან  ნებართვის მიღების  მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში  მოისმინა.

თურქეთის რესპუბლიკაში საზღრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. 

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ  პორტალზე -  abroadworkers.moh.gov.ge. განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებთ გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განცმხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

აჭარის დასაქმების სააგენტო უსასყიდლოდ ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს -  http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82  (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები