აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სეზონური სკოლის მოწყობის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

18 აგვისტო, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კონფერენციების ორგანიზების კომპონენტის ფარგლებში  სამინისტროში  სულ  13 განაცხადი შემოვიდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2020 წლის 17 მარტის  № 01-11/73 ბრძანების თანახმად შექმნილმა საგრანტო კომისიამ  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასა შემოსული განაცხადები.

სეზონური სკოლის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი სამი განაცხადი:

  • სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების განვითარება“;
  • სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „ბათუმის IX საერთაშორისო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“;
  • სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტი - „კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები