აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
19 აგვისტო, 2020
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის
შედეგად
დაზარალებული
23 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 369 162 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას.
„შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ
სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის
რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 23-ვე
ოჯახი მიიღებს“, -განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
2020 წელს, იანვრიდან
დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ
1388 ოჯახს ფინანსური დახმარების
სახით ჯამში გაეწია 2 360 652 ლარი.
იხილეთ გალერეა