აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელთან

21 აგვისტო, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ნენსი პარკსს უმასპინძლა.

საუბარი საქართველოში საბაზისო განათლების ოთხწლიან ტრენინგ-პროგრამას შეეხო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. პროგრამა მათემატიკისა და მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, სკოლებში გოგონათა, ეთნიკურ უმცირესობათა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი სწავლების მეთოდების დანერგვას ეხება. საქართველოს მასშტაბით, USAID-მა რვა პარტნიორი უნივერსიტეტი შეარჩია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პასუხისმგებელი იქნება აღნიშნული დახმარების განხორციელებაში. აჭარა-გურიის რეგიონის პედაგოგების გადამზადებაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება ჩართული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საჯარო სკოლა იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში.

ნენსი პარკსმა აღნიშნა, რომ ოთხი წლის მანძილზე სწავლების ყველა ახალი მეთოდის დანერგვა არის გათვალისწინებული. საპილოტე პირველი წლის შემდეგ აუცილებლად გაკეთდება შემაჯამებელი შეფასება და კონფერენცია, სადაც ნენსი პარკსმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიიწვია.

USAID-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამ ნათლად აჩვენა რა გამოწვევების წინაშეა საგანმანათლებლო სივრცე და აქედან გამომდინარე, მეტი ყურადღება დაეთმობა სკოლებში ინტერნეტის სიძლიერის ხარისხის გაუმჯობესებას. მომავალი ონლაინ სივრცეშია აღნიშნა სტუმარმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს აჭარაში ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განხორციელებული აქტივობებიც გააცნო და ახალი სკოლის მოდელის ჩამოყალიბებაში ჩართული ოთხი სკოლის შესახებ უამბო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის და ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ღირსეული მომავლის ჩამოყალიბებაში დღეს პედაგოგებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. USAID-ის მიერ შემუშავებული ოთხწლიანი პროექტი დროული და მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე- გაბაიძე, სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე, უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე, USAID-ის განათლების სპეციალისტი მედეა კაკაჩია, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინატორი ანა აბულაძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი ნანა მაკარაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები